ანოტაცია გურგენიძის ვ. პ. სახელმძღვანელოზე „საჯარო-პოლიტიკური მმართველობის თეორია და პრაქტიკა“
წინამდებარე სახელმძღვანელოს აქტუალურობას განაპირობებს ის გარემოება, რომ პოსტსაბჭოური ქართული საზოგადოების უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ეფექტური, სტაბილური და დემოკრატიული, ეროვნული საჯარო-პოლიტიკური მმართველობის სისტემის ფორმირება. ეს კი შეუძლებელია გარდამავალი პერიოდის პოლიტიკური სისტემის ადაპტირება-ტრანსფორმირების პროცესის გარეშე. სწორედ ამ მიმართულებით შესრულებულია და გაანალიზებულია მსოფლიო გამოცდილება საჯარო მმართველობის სფეროში და ჩამოყალიბებულია ავტორისეული ხედვა ამ პრობლემის ირგვლივ. აღნიშნული სახელმძღვანელოს საჭიროებასა და აქტუალურობას ზრდის ის გარემოებაც, რომ უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობამ შემოიღო ,,საჯარო მმართველობა’’, როგორც სავალდებულო სასწავლო დისციპლინა. წიგნში ყურადღება არის გამახვილებული იმაზე, რომ თანამედროვე პირობებში, ხელსუფლებაში მოსვლისა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აუცილებელია განსაკუთრებული, მოქნილი პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელება, არსებული რეალობისა და ტრადიციების გათვალისწინებით. ამ წიგნის მიზანია გამოადგეს სტუდენტებს, დოქტორანტებს, მმართველობის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს, პოლიტიკოსებს, იურისტებს, მენეჯერ-ადმინისტრატორებსა და ამ მეცნიერებით დაინტერესებულ ყველა მკითხველს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება