ეუთოს ახალგაზრდული ქსელის წევრებმა ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, შეიარაღების პოლიტიკის სამოქალაქო კონტროლის შესახებ იმსჯელეს. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა უკრაინის კრიზისზე, იქ განვითარებულ მოვლენებსა და ამ პროცესებში ქართული მხარის ჩართულობაზე ისაუბრეს. შეხვედრის დაწყებამდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა “ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანია _ “საქართველოს კომიტეტთან“ მემორანდუმი გააფორმა. ურთიერთთანამშრომლობა კომიტეტის ღონისძიებებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვასა და მათთვის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება