საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციამ 2014 წლის მუშაობა შეაჯამა. წარმოდგენილი პრეზენტაციის თანახმად, ფედერაციამ წლის განმავლობაში ჩაატარა შეჯიბრები 25 სპორტულ სახეობაში, რომელშიც ჩართული ოყო 55 აკრედიტებული უნივერსიტეტის 90 000 -დე სტუდენტი. საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდა კსუ. როგორც სსფ-ის ანგარიშიდან ჩანს, ჩართულობის თვალსაზრისით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კერძო სასწავლებლებში მეორე ადგილს იკავებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება