კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს მედიცინის მუშაკთა დღესთან დაკავშირებით საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე: „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკა ახალგაზრდა მუშაკების მიმართ“.
შეხვედრის პირველ ნაწილში მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა სტუდენტების პროფესიონალ ექიმებად ჩამოყალიბებაზე, რეგიონებში ექიმების დეფიციტზე, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალსა და მათ კვალიფიკაციაზე.
საუბრის დასასრულს, სტუმარმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
აღნიშნული შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრისა და სამედიცინო ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება