ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მისისიპის შტატის უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორი და პოლიტიკური მეცნიერების დოქტორი ქეით შტრომაილ გოლდენი ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ სტუმარს კანცლერმა, რექტორმა და ვიცე-რექტორმა უმასპინძლეს. შეხვედრები სამართლის ფაკულტეტის დეკანატში შედგა. ქეით გოლდენი მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კრიმინალური ლაბორატორიის შექმნის გეგმა დასახა. ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრისას გოლდენმა საერთაშორისო პროგრამებსა და საერთაშორისო ფონდების საქმიანობაში ჩართულობაზე ისაუბრა. 18 დეკემბერს საჯარო ლექცია თემაზე: ,,თანამედროვე მსოფლიო წესრიგი“ უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. სტუდენტების კითხვები შეეხებოდა რუსეთ-საქართველოს ამჟამინდელ და სამომავლო ურთიერთობას, დემოკრატიის ძირითად პრინციპებსა და მათ დანერგვას რეალურ ცხოვრებაში.
სტუმარი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის ტელესტუდიაში ესაუბრა. ქეით გოლდენმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მათ თავისი გამოცდილება გაუზიარა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება