კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით სტუდენტების სასწავლო პრაქტიკის საკითხში თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტი და ცენტრი აგრონომიული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების მომზადების პროცესშიც ითანამშრომლებენ. ეროვნულ ბიბლიოთეკაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი უწყების, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, პრეზენტაცია გაიმართა. კვლევითი ცენტრი მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფოსთვის გადაცემული „აგროსა“ და „აგრო ქართუს“ ბაზაზე შეიქმნა. ცენტრის საქმიანობის მიზანს ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების გენოფონდის მოძიება და შესწავლა, ახალი ჯიშების გამოცდა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად ახალი მეთოდების დანერგვა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარება წარმოადგენს. პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად საპატრიარქოს წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება