ეუთოს ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენლებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, კონფლიქტების პრევენციასა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს პოლიტიკურ მრჩეველთან ერთად იმსჯელეს.
ირინა ეგოროვამ სტუდენტებთან შეხვედრისას საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, ამ კუთხით ჟენევის ფორმატის მიღწევებზე, კონკრეტულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. აუდიტორიის კითხვები იმ კონკრეტულ შედეგებს შეეხებოდა, რომელიც კონფლიქტების დარეგულირების საქმეში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებმა მოიტანა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება