უკრაინის კრიზისი, საქართველო-რუსეთის კონფლიქტი, ყირიმში არსებული მდგომარეობა _ ეს ის თემებია, რაზეც 13 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს.
კონფერენციაში, თემაზე: „უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხები“ ქართულთან ერთად რუსეთის, უკრაინის, თურქეთის საუნივერსიტეტო დელეგაციის წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. მოლაპარაკებები 2 დღის განმავლობში მიმდინარეობდა. შეხვედრის პირველ დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მიმოიხილა უკვე განხორციელებული პროექტები და უკრაინის საუნივერსიტეტო დელეგაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის, რეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება