კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თეატრალური დასი სამოყვარულო სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის მიერ გამართულ ფესტივალში _ „ნიღაბი 2014“_ სპექტაკლით _ „ფსიქოლოგიური პაემანი“ მაყურებ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თეატრალური დასი სამოყვარულო სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის მიერ გამართულ ფესტივალში _ „ნიღაბი 2014“_ სპექტაკლით _ „ფსიქოლოგიური პაემანი“ მაყურებ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თეატრალური დასი სამოყვარულო სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის მიერ გამართულ ფესტივალში _ „ნიღაბი 2014“_ სპექტაკლით _ „ფსიქოლოგიური პაემანი“ მაყურებ">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თეატრალური დასი სამოყვარულო სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის მიერ გამართულ ფესტივალში _ „ნიღაბი 2014“_ ალექსანდრე ვამპილოვის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით, სახელწოდებით: ,,ფსიქოლოგიური პაემანი''მაყურებლის წინაშე წარსდგა. ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი _ მსახიობი, თეატრალური ხელოვნების მაგისტრი, ეკატერინე კვირკელია.
ფესტივალში ქართულ უნივერსიტეტებთან ერთად უკრაინული, თურქული და აზიური დასები მონაწილეობენ. სპექტაკლებს 7 კაციანი ჟიური შეაფასებს.
„ნიღაბი 2014“-ის მიზანია, თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია, უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის კომუნიკაციის დამყარება, პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
ფესტივალის გენერალური სპონსორია ქ. თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. „ნიღაბი 2014“ 10 დეკემბერს „თი-ბი-სი“ გალერეაში დასრულდება.
,,მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია'' წარმოგიდგენთ პროექტს თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი _ ,,ნიღაბი 2014''
ჟიურის წევრები:
გოგი თოდაძე (რეჟისორი)
ნიკა წულუკიძე (თეატრმცოდნე)
გოჩა კაპანაძე (რეჟისორი)
ია სუხიტაშვილი (მსახიობი)
კახა მიქიაშვილი (მსახიობი)
ნანული სარაჯიშვილი (მსახიობი)
სპექტაკლში მონაწილეობდნენ:
მარიამ ნადირაძე
გიორგი კაშია
გიორგი ჩაკაბერია
დავით ორმოცაძე
მარიამ მარღანია
ანი ბობოხიძე
სოფიო ვადაჭკორია
ნინი პატარაია
ბაკურ ხუბულავა
ჩვენი უნივერსიტეტი ორი მნიშვნელოვანი პრიზის მფლობელი გახდა:
მარიამ ნადირაძე დაჯილდოვდა ქალის კომედიური როლის საუკეთესო შესრულებისთვის
შემდეგი პრიზებით:
„როიალ ინგლიშ ცენტრის“ 2 თვიანი სასწავლო კურსით,
კუზანოვის კლინიკის ვაუჩერით,
სპორტკომპლექს „არენაში'' 1 თვიანი აბონემენტით,
სიგელით, ფესტივალის ლოგოიანი ჭიქით და რაც მთავარია, ფესტივალის სიმბოლოთი _ ,,ნიღბის“ დასადგამი თასით.
გიორგი კაშია დაჯილდოვდა მამაკაცის საუკეთესო ეპიზოდური როლის შესრულებისთვის შემდეგი პრიზებით:
„როიალ ინგლიშ ცენტრის“ 2 თვიანი სასწავლო კურსით,
სპორტკომპლექს ,,არენაში'' 1 თვიანი აბონემენტით,
კუზანოვის კლინიკის ვაუჩერით,
სიგელით, გურიელის ჩაით და ფესტივალის სიმბოლოიანი ჭიქით, ფესტივალის მაისურით, სარაჯიშვილის კონიაკით და, რაც მთავარია, ფესტივალის სიმბოლოთი _ ,,ნიღბის“ დასადგამი თასით.
კსუ-ს დასის წევრები ძალიან გახარებული და კმაყოფილი არიან მიღწეულით და მომავალი წლიდან ელიან ახალი სპექტაკლის დადგმას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება