" /> " /> ">
მედიაპროექტ „ეტალონის“ ეგიდით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს პოლონეთის ელჩი ეწვია. ანჟეი ჩიეშკოვსკიმ სტუდენტებთან შეხვედრისას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ამ პროცესში პოლონეთის როლზე ისაუბრა. აუდიტორიის კითხვები საგანმანათლებლო და გაცვლით პროგრამებს, სტუდენტების დასაქმებასა და ამ კუთხით პოლონეთის გამოცდილებას შეეხებოდა.
სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ანჟეი ჩიეშკოვსკიმ რექტორთან და კანცლერთან ერთად თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილა. პოლონეთის ელჩმა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება