სამშაბათს, 16 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვევა მისისიპის შტატის უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორი და პოლიტიკური მეცნიერების დოქტორი ქეით შტრომაილ გოლდენი.
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება დოქტორ გოლდენის შეხვედრა თბილისის ვიცემერსა და მცხეთა-თიანეთის გუბერნატორთან. ხუთშაბათს, 18 დეკემბერს, 13:00 საათზე, დაგეგმილია საჯარო ლექცია კსუ-ს სტუდენტებისთვის თემაზე _ „თანამედროვე მსოფლიო წესრიგი“. (ოთახი 305)
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება