4 დეკემბერს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გიუნტერ ბეხლერთან. ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და შვეიცარიის ურთიერთობებზე, მისი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, ნეიტრალიტეტზე, კონფედერაციის როლზე ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში და შვეიცარიის როლზე საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების საკითხში.
შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საელჩოებთან ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელი თეონა გვენეტაძე. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. ბატონმა გიუნტერმა ამომწურავად უპასუხა ქალბატონი თეონა გვენეტაძის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ეუთოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ეფექტურობას კავკასიის რეგიონში შვეიცარიის თავმჯდომარეობის დროს. ბატონმა ელჩმა აღნიშნა, რომ მოხარულია პროექტის _ „ეუთოს ახალგაზრდული ქსელის მშენებლობა საქართველოში“ _ წარმატების გამო.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ეუთოს ეფექტური მუშაობის ხელშეწყობას საქართველოსა და კავკასიის რეგიონში და ხორციელდება ეუთოს, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭრით. შეხვედრა ჩატარდა „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი“-ს ორგანიზებით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება