ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა ALRAKIS II აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის და მკვლევრებისთვის (Postdocs) ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობის განხორციელების მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად.
მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:
1. გიოტინგენის გეორგ-აუგუსტუსის უნივერსიტეტი, გერმანია - კოორდინატორი
2. ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი
3. ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი
4. სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, ესპანეთი
5. პარიზის ვალ-დე-მარის უნივერსიტეტი, საფრანგეთი
6. ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
7. გრონინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები
8. მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთის რესპუბლიკა
პროგრამა სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით:
ბაკალავრი - 1000 ევრო
დოქტორანტი - 1500 ევრო
პოსტდოქტორანტი - 1800 ევრო
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:
• მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე 12 თვეზე მეტი დრო აქვთ გატარებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მესამე სამიზნე ჯგუფზე (TG3));
• სტუდენტებს, რომლებსაც კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში შეჩერებული აქვთ აკადემიური სტატუსი;
• პირველი და დამამთავრებელი კურსის ბაკალავრებს;
• ვისაც უკვე მიღებული აქვს ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 30 იანვარი.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი:
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს:
მისამართი: ქ.ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E105
ტელეფონი: 995 322 14 13 88 995 322 14 13 88
ელ-ფოსტა: alrakis@iliauni.edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება