სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებაში მონაწილე ორგანიზაციებმა და უნივერსიტეტებმა აფხაზეთიდან დევნილი, წარჩინებული სტუდენტები დაასაჩუქრეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსგან ახალგაზრდობის სწავლა-განათლების საქმეში შეტანილი წვლილისა და დევნილი სტუდენტებისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული თანადგომისათვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს სიგელი გადაეცა. საჩუქრები მიიღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც. აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისათვის გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის ბენდმა და ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მიიღეს. სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების ორგანიზატორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა. მსგავსი ღონისძიება უკვე მესამე წელია იმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება