კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც მორგებულია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, კიდევ ერთი სიახლით შეხვდება ახალ სასწავლო წელს და აცხადებს მიღებას რეზიდენტურაში თერაპიული სტომატოლოგიის განხრით. უმაღლესი თეორიული განათლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი; მათ შორისაა: ორი სტომატოლოგიური კლინიკა და საფანტომო სწავლების ორი კაბინეტი, რომლებიც აღჭურვილია ბორმანქანებითა და მულაჟებით. შესაბამისად, თითოეული რეზიდენტიც უზრუნველყოფილია ინდივიდუალური ბორმანქანითა და ყველა საჭირო სტომატოლოგიური მასალით. ამასთან, სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ კლინიკაში პაციენტების მკურნალობაც უფასოა. მნიშვნელოვანია, რომ სწავლების პერიოდში რეზიდენტს საშუალება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სამეცნირო-კვლევით საქმიანობებსა და კონფერენციებში. სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროცესს უძღვებიან საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი პროფესორები და პრაქტიკოსი ექიმები. პროგრამის ხანგრძლივობა 11 თვეა. იმისათვის, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რეზიდენტებს ჰქონდეთ სრული კომფორტი და მაქსიმალური მზაობა სიღრმისეული თეორიული და პრაქტიკული განათლებისთვის, სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გელით ყველას, ვისაც გსურთ, სიღრმისეული თეორიული და პრაქტიკული განათლება მიიღოთ რეზიდენტურაში, თერაპიული სტომატოლოგიის განხრით!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება