16 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაშების კვირეულის _ „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ _ რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს გლდანის რაიონის ხუთი სკოლა დაუპირისპირდა. გამარჯვება 120-ე საჯარო სკოლამ მოიპოვა.
გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას თებერვალში დაგეგმილ ფინალურ თამაშში მიიღებს. ინტელექტუალურ თამაშს გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე დაესწრო. გიორგი თულაშვილის განცხადებით, გამარჯვებულ გუნდს გამგებელი პირადად შეხვდება და დაასაჩუქრებს.
თითოეულ მონაწილეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან სიმბოლური საჩუქრები და ხატები გადაეცა.
120-ე სკოლასთან ერთად ინტელექტუალური თამაშის ფინალისტები არიან: სამგორის 182-ე სკოლა და ნაძალადევის რაიონის ნუნუ ავაგუმაშვილის კერძო სკოლა.
ინტელექტუალური თამაშების კვირეული _ „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“_ თბილისის მერიის, მუნიციპალიტეტების, განათლების სამინისტროსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტარდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება