კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაშების კვირეულის _ „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ _ ფარგლებში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სამგორის რაიონის 10 სკოლა დაუპირისპირდა. გამარჯვება182-ე საჯარო სკოლამ მოიპოვა.
გამარჯვებულები სამგორის რაიონის გამგებელმა სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა. მამუკა ჩოქურმა 182-ე სკოლის გუნდის თითოეულ წევრს წიგნები და გლდანის საცურაო აუზის ერთთვიანი აბონიმენტი გადასცა.
დანარჩენ მონაწილეებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან სიბოლური საჩუქრები და ხატები გადაეცათ.
გარდა ამისა, თამაშში ჩართულ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ დაესწრონ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორის, ქეთევან შოშიაშვილის სალექციო კურსს თბილისზე. დეკემბერში სალექციო კურსის ფარგლებში გაიმართება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ბაზაზე მომზადებული დოკუმენტური ფილმების ჩვენებაც.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ნაძალადევის რაიონის სკოლებს შორის გაიმართა. მასში გამარჯვება ნუნუ ავაგუმაშვილის სახელობის კერძო სკოლამ მოიპოვა.
ინტელექტუალური თამაშების იდეის ავტორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი, მარინა უგულავაა, ასევე პროექტის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თვითმმართველობის განათლების კომიტეტია.
ინტელექტუალური თამაშების კვირეული _ „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ _ თბილისის მერიის, მუნიციპალიტეტების, განათლების სამინისტროსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება