ერასმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა Medical Universities Alliance (MEDEA) 2014 წლის 15 ოქტომბრიდან აცხადებს კონკურსს სტუდენტების, დოქტორანტების, მკვლევრებისა (პოსტდოქტორანტები) და აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალისათვის ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის, კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონსორციუმი წარმოდგენილია ევროპის შემდეგი უნივერსიტეტებით:
1.ტულუზის პოლ საბატიერის უნივერსიტეტი (საფრანგეთი) – პროექტის კორდინატორი უნივერსიტეტი;
2.ბერლინის სამედიცინო უნივერსიტეტი შარიტე ( გერმანია);
3. თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი ( საბერძნეთი);
4. პერუჯის უნივერსიტეტი (იტალია);
5.ლატვიის უნივერსიტეტის რიგის სამედიცინო კოლეჯი;
6.ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა);
7.უნივერსიტეტი პორტო ( პორტუგალია);
8.სანტიაგო დე კომპოსტელა ( ესპანეთი);
9.კარდიფის მეტროპოლიტანის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
10.ჩესტერის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
პროგრამა სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ
ელექტრონული განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა– 2014 წლის 15 დეკემბერი;
საინფორმაციო დღეები ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოეთეკის „ცისფერ“ დარბაზში 4, 13, ნოემბერს და 4 დეკემბერს 15:00 საათზე.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი:
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს
მისამართი:ვაჟა-ფშაველა 33ა, ოთახი418
ტელეფონი: +995 322 54 24 50
ელ-ფოსტა: iad@tsmu.edu
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება