კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა“ პროექტის _ „თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება-კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი“_ ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ლექციის თემა იყო: „კერძო საკუთრება და ეკონომიკური თავისუფლება“. შეხვედრაზე „პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ წარმომადგენლებმა საქართველოში კერძო საკუთრების მნიშვნელობასა და ეკონომიკური თავისუფლების დონეზე ისაუბრეს. სტუდენტები ღია დისკუსიაში ჩაერთნენ. ლექცია-სემინარის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ. პროექტი „freedom and Economic Freedom-Private Property as a Guarantee of Freedom” კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და “Friedrich Naumann Foundation”-ის მხარდაჭერით გახორციელდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება