კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტები სასწავლო კურსის _ „მედია და სახელმწიფო სტრუქტურები“ _ ფარგლებში პარლამენტს ესტუმრნენ და სხდომათა დარბაზები დაათვალიერეს. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მედიაცენტრის მუშაობის თავისებურებების, სტრუქტურისა და ფუნქციების შესახებ ინფორმაცია კი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ბერიძემ მიაწოდათ. სტუდენტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც შეხვდა. ვახტანგ ხმალაძემ ძირითადად მედიასთან ურთიერთობის სპეციფიკაზე ისაუბრა. პარლამენტში ვიზიტს წინ სალექციო კურსი უძღოდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურას, კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს გაეცნნენ. იგეგმება სტუდენტების სტუმრობა აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებსა და უზენაეს სასამართლოში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება