კსუ-ს პირველკურსელთა გამარჯვება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა შორის ინტელექტუალური თამაში გაიმართა, სპორტული პრინციპით. კონკურსში 15 გუნდი მონაწილეობდა. შეხვედრის დასასრულს I, II და III ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ. I ადგილზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების სტუდენტების ჯგუფი „კავკასია“ გავიდა, რომელსაც CIU–ს თასი გადაეცა. II და III ადგილოსნებს კი სერტიფიკატები და პრიზები დაურიგდათ.
ინტელექტუალური თამაში კსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის განათლების კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება