20-21 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტების, ადმინისტრაციული პერსონალისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორმა ჯუდიტ მილესენმა სემინარი ჩაუტარა, თემაზე: „საჯარო ადმინისტრირება და არაკომერციული სექტორის შესაძლებლობების გაძლიერება“.
ვიზიტის ფარგლებში ჯუდიტ მილესენი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
აღნიშნული პროგრამა სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით შემუშავდა. სემინარი „IREX MUSKIE MAX“-ისა და კავკასიის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება