კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ქართულ-ლატვიური მრგვალი მაგიდა“ გაიმართა, სადაც „პანევროპული თანამშრომლობის ახალ განზომილებებზე“ ისაუბრეს. შეხვედრის მიზანი დასაქმების დონის ამაღლება, აღმოსავლეთ საქართველოს მცირე საწარმოთა საექსპორტო აქტივობის ხელშეწყობა, მოცემული რეგიონის საწარმოებისათვის საერთო საექსპორტო ბრენდის შექმნა და ურთიერთთანამშრომლობის გაზრდა იყო. მრგვალი მაგიდის ფორმატით დიასპორული ორგანიზაციების შესაძლებლობები, საკომუნიკაციო სისტემების არსებობის აუცილებლობა და სტრატეგიის ძირითადი პრინციპები განიხილეს. პროექტი _ „შევუდგეთ მუშაობას“ 2014 წლის 15 ივნისიდან დაიწყო. მისი ინიციატორი და კოორდინატორი „ევროპულ-ქართული ფორუმია“. პროექტი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ქალაქ ენგურის (ლატვია) მუნიციპალიტეტის და ყვარლის (საქართველო) მუნიციპალიტეტის პარტნიორობით ხორციელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება