სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის
" /> სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის " /> სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის ">კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
თითოეულ პროგრამაზე მისაღები კონტინგენტი განისაზღვრება 25-25 ადგილით.
საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 8 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით 11 საათიდან 17 საათამდე მისამართზე თბილისი, ჩარგლის ქ. #73, ოთახი #516.
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
•ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (ცნობა);
•პროგრამის შესაბამისი ტიპის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატი (ამონაწერი naec-ის ვებ-გვერდიდან);
•მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის);
•პირადობის მოწმობის ასლი;
•2 ფოტოსურათი ¾;
სამაგისტრო პროგრამებზე მიღების წინაპირობები:
1. სამართლის სამაგისტრო პროგრამა:
•ერთიანი სამაგისტრო გამოცდის D სახის ტესტის, მინიმუმ 3 კომპეტენციის გადალახვის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
•ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში;
•სპეციალობაში გასაუბრების შედეგი.
2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა:
•ერთიანი სამაგისტრო გამოცდის B სახის ტესტის, მინიმუმ 3 კომპეტენციის გადალახვის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
•ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ სპეციალობაში;
•ინგლისური ენის B1დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (სერთიფიკატის წარმოუდგენლობის შემთხევაში მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია უნივერსიტეტის ენების ცენტრში გაიაროს ტესტირება);
•სპეციალობაში გასაუბრების შედეგი.
3. საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პოგრამა:
•ერთიანი სამაგისტრო გამოცდის E სახის ტესტის, მინიმუმ 3 კომპეტენციის გადალახვის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
•ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ სპეციალობაში;
•სპეციალობაში გასაუბრების შედეგი.
4. საერთაშორისო მარკეტინგის ქართული და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა:
•ერთიანი სამაგისტრო გამოცდის E სახის ტესტის, მინიმუმ 3 კომპეტენციის გადალახვის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
•ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ სპეციალობაში;
•ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (სერთიფიკატის წარმოუდგენლობის შემთხევაში მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია უნივერსიტეტის ენების ცენტრში გაიაროს ტესტირება);
•სპეციალობაში გასაუბრების შედეგი.
საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 8 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით.
უცხო ენაში ტესტირება ჩატარდება 2014 წლის 22 სექტემბერს;
სპეციალობაში გასაუბრება ჩატარდება 24 სექტემბერს.
შედეგები გამოქვეყნდება 25 სექტემბერს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება