კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს დამატებით მიღებას ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე.
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
• კონკურსანტის ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
• დარგის სპეციალისტთა ორი რეკომენდაცია;
• ფოტოსურათი, ზომით 3X4 (სმ),
• მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
• ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი; ამასთან, ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის სერთიფიკატის წარდგენისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი და დასრულებული აქვს ინგლისურ ენაზე.
სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობა:
• განცხადებასთან ერთად დოქტორანტი ვალდებულია წარმოადგინოს მის მიერ შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელის კანდიდატურა და მისი შუამდგომლობა. შუამდგომლობაში დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა;
• დოქტორანტობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამისი მიმართულებით;
საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით.
ინგლისურ ენაში ტესტირება ჩატარდება 4 ოქტომბერს 11 საათზე.
სპეციალობაში გასაუბრება ჩატარდება 4 ოქტომბერს 12 საათზე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება