• კონკურსანტის ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
• დარგის სპეციალისტთა ორი რეკომენდაცია;
• ფოტოსურათი, ზომით 3X4 (სმ),
• მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
• ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი; ამასთან, ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის სერთიფიკატის წარდგენისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი და დასრულებული აქვს ინგლისურ ენაზე.
სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობა:
• განცხადებასთან ერთად დოქტორანტი ვალდებულია წარმოადგინოს მის მიერ შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელის კანდიდატურა და მისი შუამდგომლობა. შუამდგომლობაში დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა;
• დოქტორანტობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამისი მიმართულებით; საჭიროების შემთხვევაში, „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესაბამისად“, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, ინგლისური ენის ცოდნის B2დონის კომპეტენციის დასადგენად, ჩაატაროს გამოცდა-ტესტირება ინგლისურ ენაში.
თითოეულ პროგრამაზე მისაღები კონტინგენტი განისაზღვრება 12-12 ადგილით.
საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 7 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით.
სპეციალობაში გასაუბრება ჩატარდება 22 სექტემბერს.
შედეგები გამოქვეყნდება 25 სექტემბერს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება