TEMPUS -ის პროექტ SSRULLI -ის ტრენინგი ბათუმის საზღვაო აკადემიაში 9 - 10 სექტემბერს ბათუმის საზღვაო აკადემიამ TEMPUS -ის პროექტ SSRULLI -ის მონაწილეებს უმასპინძლა. პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ULLL -ის სტრატეგიის შემუშავებაზე იმსჯელეს. ტრენინგს უძღვებოდა EUCEN -ის პრეზიდენტი ანდრეა ვაქსენეგერი (გრაცის უნივერსიტეტი). ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს უნივერსიტეტები, მათ შორის, კსუ-ს წარმომადგენლებიც: ნინო ჭალაგანიძე, მირანდა აბრამიშვილი და თამარ ჩახნაშვილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება