ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტს მოეთხოვება:
პროფესიული ნიშნით კვალიფიციურ პერსონალს შეუძლია ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დაკავება. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ერთი ფოტო სურათი 3*4;
4. პერსონალური ინფორმაცია- CV;
5.უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომების ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
6. პროფესიული გამოცდილების ან/და სპეციალური მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში);
7.ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ან სამეცნიერო–პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობა სამუშაო ადგილიდან;
8.ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებულ ნაშრომთა სია;
9. იმ სალექციო კურსების ჩამონათვალი და შესაბამისი სილაბუსები (ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია), რომელთა წაკითხვაც შეუძლია კონკურსანტს;
10. მიმართულების / სპეციალობის / საგნის სწავლების კონცეფცია ან მოტივაცია;
საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73
ტელ.: 261-12-98; 2 30-86-41; 210-52-03
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება