პარასკევს, 27 ივნისს, 11:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნვერსიტეტში (ოთახი 305), საჯარო ლექციას წაიკითხავენ: მოძრაობა „ექტა პერიშადის“ ლიდერი _ რაჯა გოპალი და კანადის განდის ფონდის წარმომადგენელი.
მრავალმხრივი დიპლომატიის ინსტიტუტის ინიციატივით, თბილისში იხსნება განდის ფონდი, რომელსაც უამრავი საინტერესო გეგმა აქვს. მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებაც. გამომსვლელები ხსენებულ თემასაც შეეხებიან.
მოძრაობას „ჯან სატიაგრაჰა _ ეკტა პერიშადი“ საფუძველი 1980-იანი წლებიდან ჩაეყარა, ის აგრძელებს განდის სატიაგრაჰას ტრადიციებს და ორიენტირებულია სოციალური პრობლემების მოგვარებაზე.
ლექციის თემა: „ჯან სატიაგრაჰას მოძრაობა და განდის მეთოდები“.
დასწრება თავისუფალია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება