კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებმა მარინა გედევანიშვილმა, გიორგი შიხაშვილმა, აიდა ქიტაშვილმა-კვაჭანტირაძემ და ლოიდ ქარჩავამ.
დიდი ინტერესი და საქმიანი დისკუსია გამოიწვია მ. გედევანიშვილისა და გ. შიხაშვილის ერთობლივმა მოხსენებამ თემაზე: „ახალი კონცეპტუალური პარადიგმები განათლების მართვის სრულყოფისათვის, გლობალიზაციის პირობებში“. სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად მოხსენებაში წამოყენებულ იქნა წინადადება - საქართველოს და უცხოეთის სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლობის საფუძველზე თბილისში გაიმართოს კონფერენცია მდგრადი განვითარების სფეროში განათლების სრულყოფის პრობლემებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვიე მოსაზრება იმის შესახებ, რომ აუცილებელია საქართველოს უნივერსიტეტებში ეკონომიკური პროფილის ფაკულტეტებზე მეტი ყურადღება მიექცეს მდგრადი განვითარებისა და გარემოსდაცვითი მართვის საკითხების შესწავლას და სათანადო კადრების მომზადებას.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტის სპეციალობის II კურსის სტუდენტები: მაკა ნაცვლიშვილი, მერაბ ლეთოდიანი, მანანა ცერცვაძე, ლუბა სლობოდენიუკ, ნიკა გოგოლაძე და ლიკა კვერნაძე.
სტუდენტების აზრით, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობით მათ უღვივდებათ ინტერესი და მისწრაფება - გადადგან სერიოზული ნაბიჯები პროფესიული და მეცნიერული სრულყოფის გზაზე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება