კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ზრდასრულთა განათლების სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მისი გათვალისწინება საქართველოს განათლების პოლიტიკის ფორმირებაში.
კონფერენცია გაიმართა საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის (AEAG) ორგანიზებით, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალისა (dvv-internatiional) და ზრდასრულთა განათლების ევროპული ასოციაციის (EAEA) მხარდაჭერით.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ: უვე გარტენშლეგერი - სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციისა (dvv-internatiional) და ზრდასრულთა განათლების ევროპული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; პიტერ ბელტრამი - სლოვენიის ზრდასრულთა განათლების ინსტიტუტის მრჩეველი; კატარინა პოპოვიჩი - ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორი, ზრდასრულთა განათლების ევროპული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; ასევე სომხეთისა და უზბეკეთის ზრდასრულთა განათლების ასოციაციების წარმომადგენლები.
კონფერენციის მესამე სესიას - „უნივერსიტეტები და ზრდასრულთა განათლება“ უძღვებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურის უფროსი თამარ ჩახნაშვილი. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია უნივერსიტეტის როლზე მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პროცესში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება