• ბიზნესისა და ადმინისტრაციის უნივერსიტეტი, გდინია - დაიგეგმა უნივერსიტეტებს შორის, აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის მიზნით, პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება. კსუ-ს სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ მე-2 ყოველწლიურ საერთაშორისო კვირეულში „გლობალური მარკეტინგი და ონლაინ რეკლამირება გლობალიზაციის პირობებში“, რომელიც ჩატარდება ქ. გდინიაში 7-11.04.2014.
• მენეჯმენტის განვითარების ფონდი, გდანსკი - მიღწეულია შეთანხმება კსუ-ში 2014წ. ოქტომბრიდან MBA-ის პოსტ სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაზე პოლონელი, ფრანგი და ჰოლანდიელი პარტნიორების მონაწილეობით.
• ტექნიკური უნივერსიტეტი, გდანსკი - დაიგეგმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმება. სტუდენტური გაცვლების მიზნით დაგეგმილია მენეჯმენტისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის სამომავლო ვიზიტი თბილისში.
• გდანსკის უნივერსიტეტი - მიმდინარეობს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის დეტალების დაზუსტება.
• ვარმიასა და მაზურას უნივერსიტეტი, ოლშტენი - შეჯერდა ხელშეკრულების დეტალები უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაზე, რომლის საზეიმო ხელმოწერა დაგეგმილია, თბილისში, ვარმიასა და მაზურას უნივერსიტეტის პრორექტორის ვიზიტისას. გამოითქვა სათანადო მხარდაჭერა და შესაბამისი გამოცდილების გაზიარება კსუ-ში აგრარული ფაკულტეტის გასახსნელად.
• ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრი - დაიგეგმა საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და კსუ-ს სტუდენტების აქტიური ჩართვა პოლონეთის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება