კონფერენციას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გახსნიან. ღონისძიებაზე წარმოადგენენ ახალგაზრდა მკვლევარებისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების მიერ მომზადებულ მოხსენებებს, რომლებიც შეეხება ეუთოს პოლიტიკას კავკასიაში. განხილული იქნება გარემოს დაცვის, სამხედრო და მუნიციპალური დიპლომატიის, განათლების საკითხები და უსაფრთხოების გამოწვევები.
კონფერენციის სამუშაო ენა გახლავთ ინგლისური.
ღონისძიების ინიციატორები: კავკასიაში ეუთოს მხარდამჭერი ახალგაზრდული ქსელი კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტი ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა – საქართველოს ეროვნული კომიტეტი
ღონისძიების პარტნიორები: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონფლიქტებისა და სამშვიდობო პროცესების ევალუაციის ცენტრი
მისამართი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ჩარგლის ქუჩა 173 , 1304 აუდიტორია
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება