20 იანვარს, 14:00 საათზე, გაიმართება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის ერთობლივი კონფერენცია, რომელიც შეეხება 1990 წლის 20 იანვარს ქალაქ ბაქოში მომხდარ ტრაგედიას.
თემა: „ძალადობის წინააღმდეგ“.
მომხსენებლები: ცნობილი ექსპერტები, პოლიტოლოგები, საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. სიტყვით გამოვა პროფესორი გურამ მარხულია. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ: უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალექსანდრე რუსეცკი.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 305-ე აუდიტორია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება