გასაუბრება სპეციალობაში ჩატარდება 2013 წლის 4 ოქტომბერს, 17: 00 საათზე, ხოლო ტესტირება მათთვის, ვინც ვერ წარმოადგენს ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, 2013 წლის 5 ოქტომბერს, 12:00 საათზე.
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულთა სია გამოქვეყნდება 2013 წლის 7 ოქტომბერს.
სრული ინფორმაციისთვის წაიკითხეთ დაწვრილებით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიღებას აცხადებს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე.
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ამასთან, ინგლისური ენის ცოდნის სერთიფიკატის წარდგენისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი და დასრულებული აქვს ინგლისურ ენაზე;
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერთიფიკატს, შეუძლია ტესტირება გაიაროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრში; პროგრამაზე ჩარიცხვის ერთ–ერთი წინაპირობაა გასაუბრება სპეციალობაში; გამოცხადებული ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 12. დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნივერსიტეტს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
1. ავტობიოგრაფია CV; (სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მითითების შემთხვევაში, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული მასალების ასლები);
2. ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის და დანართის დამოწმებული ასლი;
3. ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი; (სერთიფიკატის არქონის შემთხვევაში, კანდიდატი ჩააბარებს შესაბამის გამოცდას უნივერსიტეტის ენების ცენტრში);
4. უცხოენოვანი დოქტორანტის კანდიდატისათვის ქართული ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი; (სერთიფიკატის არქონის შემთხვევაში, კანდიდატი ჩააბარებს შესაბამის გამოცდას უნივერსიტეტის ენების ცენტრში);
5. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
6. დარგის სპეციალისტის რეკომენდაცია (შუამდგომლობა).;
7. კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირმა - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
8. 2 ფოტოსურათი 3x4–ზე.
9. ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტურაში ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში მიღებისას.
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება მიმდინარეობს 2013 წლის 2 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე:
თბილისი, ჩარგლის ქუჩა N 73, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, V სართული, ოთახი N 516;
გასაუბრება სპეციალობაში ჩატარდება 2013 წლის 4 ოქტომბერს, 17: 00 საათზე, ხოლო ტესტირება მათთვის, ვინც ვერ წარმოადგენს ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, 2013 წლის 5 ოქტომბერს, 12:00 საათზე.
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულთა სია გამოქვეყნდება 2013 წლის 7 ოქტომბერს.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ:
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, რექტორის მოადგილეს, პროფესორ მარინა გედევანიშვილს ან სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსს თამარ ინასარიძეს.
მარინა გედევანიშვილი: ელ-ფოსტა:
vicerector@ciu.edu.ge ; marinagedevanishvili@yahoo.com
ტელ: +995 32 26112 98; 599 50 21 01
თამარ ინასარიძე: ელ-ფოსტა:
tamar.inasaridze@ciu.edu.ge
ტელ: 995 599 31 48 49.
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე სწავლის საფასურია 2500 ლარი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება