3 ივნისს საქართველოს შვეიცარიის პრეზიდენტი, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი, დიდიერ ბურკჰალტერი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის ოფიციალურ პირებს, კონფლიქტურ ზონებში მცხოვრებ მოსახლეობასა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას 12 არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა, მათ შორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და „ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის -საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ ხელშეწყობით დაარსებული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები: ეუთოს მხარდამჭერი ახალგაზრდული ქსელი კავკასიაში, საუნივერსიტეტო დიპლომატიის ცენტრი და ეუთოს საინფორმაციო ცენტრი კავკასიაში.
კსუ-ს სტუდენტებმა დიდიერ ბურკჰალტერთან შეხვედრაზე საქართველოში ეუთოს შესაძლებლობების გაძლიერების ახალ გზებზე, ეუთოზე, მისი, მუშაობის ეფექტურობის ზრდასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება