გუნდური სასწავლო–შემეცნებითი პროექტების პრეზენტაცია
პრეზენტაციაზე გამოტანილ იქნა 5 პროექტი:
- “მევენახეობა–მეღვინეობის განვითარება” (გუნდის სახელწოდება – “InVino Varitas”, გუნდის ხელმძღვანელი – ხატია ჭაფოძე, გუნდის წევრები: ქეთევან ლომსაძე, ნინო ხარატიშვილი, ნინო სისვაძე) პროექტის მიზნების იმიტაციისათვის გუნდმა დასაგემოვნებლად წარმოადგინა ღვინო და ხილი.
- “ავტოგაქირავება საქართველოში” (გუნდის სახელწოდება - S.M.A.R.T., გუნდის ხელმძღვანელი – მაკა ნაცვლიშვილი, გუნდის წევრები: ნიკოლოზ გოგოლაძე, მერაბ ლეთოდიანი, მანანა ცერცვაძე, ნიკოლოზ კიკნაძე); პროექტის მიზნების იმიტაციისათვის გუნდმა წარმოადგინა დაგეგმილი ოფისის მაკეტი.
- “ქორწინების ორგანიზება” (გუნდის სახელწოდება - “Mariee Maison“, გუნდის ხელმძღვანელი – ლუბა სლაბადენიუკ, გუნდის წევრები: თეონა ფირცხალაიშვილი, ეთერ წიკლაური, დიანა დავითაძე, თათია ლეჟავა, თამარ ლაგვილავა); პროექტის მიზნების იმიტაციისათვის გუნდმა დასაგემოვნებლად წარმოადგინა საქორწილო ტორტი.
- “პროფესიული გადამზადების“ (გუნდის სახელწოდება - “Leader”, გუნდის ხელმძღვანელი – ნინო უგრეხელიძე, გუნდის წევრები: ნათია ნათენაძე, ნონო შერმადინი, ლევან ბიღოიძე);
- „ისწავლე და ასწავლე“ (გუნდის სახელწოდება - “სტუდენტური ერთობა”, გუნდის ხელმძღვანელი – მარი ჩიტაშვილი, გუნდის წევრები: სალომე ანთია, ლიკა კვერნაძე, გიორგი ზურებიანი, გია ლაგურაშვილი).
პპროექტების წარდგენას ესწრებოდნენ: კავკასიიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორი ვახტანგ წივწივაძე, რექტორი კახაბერ კორძაია, რექტორის მოადგილე მარინა გედევანიშვილი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ჯემალ სოლოღაშვილი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა ხიზანიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანანო წივწივაძე, ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორები თამარ ქობლიანიძე და ავთანდილ ოქროცვარიძე, ასოცირებული პროფესორი აიდა ქიტაშვილი-კვაჭანტირაძე, სტუდენტური თვითმმართველობის წევრი გიორგი ტოკლიკიშვილი.
დამსწრე საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებდა თვალ-ყურს პროექტების პრეზენტაციას და აქტიურად მონაწილეობდა საქმიან დისკუსიაში. პრეზენტაცია მიმდინარეობდა სამი საათის განმავლობაში. პროექტები დადებითად შეაფასა დამსწრე აუდიტორიამ.