კონფერენციას ორგანიზებას უწევდა განათლების, აუდიოვიზუალობის და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო (EACEA), ევროკომისიის განვითარებისა და თანამშრომლობის გენერალური დირექტორატის - Europe Aid, the Directorate General for ducation and Culture-სა და ევროპის საგარეო პოლიტიკური მოღვაწეობის სამსახურის მხარდაჭერით.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ურთიერთობები ხელს უწყობს ევროკავშირის და მისი ექვსი მეზობელი ქვეყნის თანამშრომლობას, ეს ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. აღმოსავლური თანამშრომლობის მეოთხე პლატფორმა მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთანამშრომლობის გაზრდას, მათ შორის უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროშიც.
Tempus & Erasmus Mundus-ი საერთაშორისო უმაღლესი განათლების სფეროს ევროკავშირის საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პროგრამებია.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობდა პერსონალის მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი თამარ ინასარიძე.
კონფერენცია
კონფერენციამ თავი მოუყარა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 300 წარმომადგენლის შეხვედრას და ხელი შეუწყო უნვერსიტეტებს მნიშვნელოვან პარტნიორთა მოძიებაში. კონფერენცია მიზნად ისახავს, გაზარდოს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების მნიშვნელობა უმაღლესი დაწესებულებებისათვის და მხარი დაუჭიროს იმ უმაღლეს სასწავლებლებს, რომლისთვისაც ნაკლებად ხელმისაწვდომია საერთაშორისო პროგრმებში მონაწილეობა. ამ კუთხით კონფერენცია საუკეთესო შესაძლებლობაა ყველა მონაწილისათვის ახალი პარტნიორების მოსაძიებლად.
სემინარები
კონფერენცია დაიყო 4 თემატურ სემინარად შემდეგი თემების მიხედვით :
სემინარი 1- საერთაშორისო თანამშრომლობის გავლენა უმაღლეს განათლების სფეროში;
სემინარი 2- კარგი სამუშაო გეგმის მომზადება;
სემინარი 3- საერთაშორისო კონსორციუმის ფორმირება და გამოყენება;
სემინარი 4- სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობა.
იხ. http://eacea.ec.europa.eu/tempus/events/2011/111205_kiev/index.html
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება