2015 წლის 18-25 აპრილს ბულგარეთის ქალაქ ვარნაში ტემპუსის #543681 პროექტის „CruiseT“ მონაწილე უნივერსიტეტების სამუშაო ჯგუფების საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე პარტნიორმა უნივერსიტეტებმა წარმოადგინეს 2014 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში; ევროპელმა პარტნიორებმა ჩაატარეს ოთხი თემატური ტრენინგი, ოთხ სექციად; მიიღეს გარკვეული რეკომენდაციები. სამუშაო შეხვედრაზე დაიგეგმა პროექტის მონაწილეთა სამომავლო საქმიანობა, რაც გულისხმობს: სტუდენტების მონაწილეობას ზაფხულის კვლევებში, საველე სამუშაოების სახით (პროექტი განხორციელდება ევროპელი კოლეგების მონიტორინგით), ასევე, სტუდენტები მოამზადებენ პრეზენტაციებს ჩატარებული კვლევების შესახებ საზაფხულო სკოლისთვის, რომელიც სექტემბერში, უკრაინის ქალაქ ხერსონში იმუშავებს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარდა, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობს გერმანიის, იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და უკრაინის თხუთმეტი უმაღლესი სასწავლებელი, ასევე საქართველოს 3 უმაღლესი სასწავლებელი (გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის საზღვაო აკადემია, ქუთაისის უნივერსიტეტი). კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ვიცე რექტორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი მარინა გედევანიშვილი; პროექტის საკონტაქტო პირი, ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ელისაბედ მალანია; ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ ქობლიანიძე; სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი, თამარ ინასარიძე. აღსანიშნავია ისიც, რომ ვარნის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელსაც პროექტში მონაწილე უმაღლესი სასწავლებლებისა და ტემპუსის პროექტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა მარინა გედევანიშვილმა და ვარნის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორმა გალინა გერჩევამ, უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაცვალეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს ქალბატონმა მარინა გედევანიშვილმა უნივერსიტეტის სტუმართა საპატიო წიგნში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით ჩანაწერი გააკეთა. მიმდინარე საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრა გაშუქდა მასმედიის საშუალებით.
20.04.2015
21.04.2015
150313-EURAC_Social-Media-T-Cruise
CNF 2015.04.21 - Destination Development (Cats & BHV)
22.04.2015
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება