20 მარტს, 14:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება ვორქშოფი თემაზე - „ ეფექტიანი გასაუბრება დამსაქმებელთან“.
შეხვედრაზე კომპანია "ჰიროს" წარმოამდგენლები ისაუბრებენ საქართველოს შრომით ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე, კერძო ბიზნესის მოთხოვნებზე კანდიდატებთან მიმართებაში, სახელფასო თუ სხვა სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, რა უნარებია საჭირო თანამედროვე გარემოში სასურველ პოზიციაზე დასაქმებითვის.
სპიკერები:
მარიამ მეტონიძე - hiro-ს HR ხელმძღვანელი
ნელიკო კოტორაშვილი - hiro-ს HR ჯენერალისტი
შეხვედრაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ გასაუბრებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს დამსაქმებლებთან ეფექტიანი გასაუბრების ჩატარებას.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: t.ly/uvIHZ
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება