12 მარტს, 14:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება საჯარო შეხვედრა სახელწოდებით: „ ქალები და სტერეოტიპული პროფესიები.“
ღონისძიების მიზანია, სტუდენტებში და განსაკუთრებით გოგონებში, მოტივაციის ამაღლება და ახალი პროფესიების მიმართ ინტერესის გაღვივება.
მოწვეული სტუმრები იქნებიან: მეღვინე - ია იმერლიშვილი; გადაუდებელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მძღოლი - ნანა მამუკაშვილი; კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ასოცირებული პროფესორი - ია მოსაშვილი; მშენებლობის ზედამხედველი - მაკა ნოზაძე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება