რადა მოდებაძეს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს, ბევრი თანატოლის მსგავსად, კომპლექსები და შიშები არ ასვენებს. ის გამუდმებით საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან იბრძვის. მოდებაძეს ვერ ამჩნევენ ან დასცინიან, ამიტომ ბოროტდება და ყურადღებას „ბინძური გზებით“ იქცევს. მთავარ პერსონაჟს გამუდმებით ამცირებს ანდრია მახარაძე, უნივერსიტეტში ყველაზე პოპულარული ბიჭი. რადას ეზიზღება კურსელი და გადაწყვეტს, ჭკუა ასწავლოს. ანდროს საიდუმლოებების გამოსააშკარავებლად, გოგონა კურსელის წარსულში იწყებს ქექვას. სულ მალე ჩვეულებრივი Hate Story ნამდვილ ომში გადაიზრდება... ომში, რომელიც ბრაზით, სიძულვილით, სიყვარულით, ვნებით, ტყუილით, მონატრებით, გაუგებრობებით, ღალატითა და ინტრიგითაა სავსე. „აღიარება ხელისგულზე“ არის რომანი ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, სინანულზე, მომავლის იმედზე, ბედნიერებისთვის ბრძოლაზე, ცხოვრების არსის შეცნობაზე, საკუთარი თავისა და „შენი ადამიანის“ ძიებაზე...
3 მაისს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბების გაერთიანების - Magnum Opus - ორგანიზებით, გაიმართება საჯარო შეხვედრა ბესტსელერის -„აღიარება ხელისგულზე“ - ავტორ თათული ღვინიანიძესთან.
საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უკვე ცნობილი წიგნი 2017 წელს 2000-იანი ტირაჟით გამოიცა, მალევე კი ტირაჟი სრულად ამოიწურა, ამ ფონზე ახალგაზრდა ქართველმა ავტორმა თვენახევარში ყოველგვარი რეკორდი მოხსნა.
შეხვედრის ფარგლებში ავტორი განიხილავს აღნიშნულ რომანს და ასევე წარადგენს ახალ წიგნს - „ერთი კვირა ერთ ოთახში”.
ღონისძიებაზე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება დასვას საინტერესო კითხვები და მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში.
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ჩარგლის ქ. 73, ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი #305
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება