4 აპრილი, 13:00 სთ., აუდიტორია 101
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა J&J Training Center-ის წარმომადგენლებთან თემაზე: „სამართლის დარგის საკვალიფიკაციო გამოცდების სპეციფიკა“;
შეხვედრის ფარგლებში J&J Training Center-სა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
ღონისძიებაზე ცენტრის წარმომადგენლები ისაუბრებენ ადვოკატთა, მოსამართლეთა და სტაჟიორ-პროკურორთა საკვალიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: გამოცდის სპეციფიკა, დავალებების სირთულე თუ გამოცდის ჩაბარების უპირატესობები დასაქმების ბაზარზე; J&J Training Center სამართლებრივი მიმართულების ტრენინგებს უკვე მეოთხე წელია აქტიურად მართავს. მემორანდუმის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები მოსამზადებელ კურსებზე დარეგისტრირების შემთხვევაში ისარგებლებენ გადახდის სპეციალური პირობით.
შემოგვიერთდი შეხვედრაზე და მიიღე ინფორმაცია როგორ გახდე წარმატებული პრაქტიკოსი იურისტი!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება