4 დეკემბერი, 14:00 საათი, აუდიტორია #305
ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, სამხედრო- სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის და საქართველოს თავდაცვის ძალების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და თავდაცვის ძალების ინიციატივით შემუშავდა პროექტი - "ჩვენი ჯარი".
პროექტის ფარგლებში თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარებენ პრეზენტაციას და სტუდენტებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას: თავდაცვის ძალების ახალ კოდექსზე, საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, მისი ღირებულებების, სამხედრო ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, განათლების მიღებისა და თავდაცვის ძალებში დასაქმების შესაძლებლობის შესახებ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება