22 ნოემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და „Magnum Opus“ დებატების კლუბის ორგანიზებით, დაიგეგმა კარლ პოპერის ფორმატის დებატები მწვანე ეკონომიკის საკითხებზე.
დებატების მიზანია მწვანე ეკონომიკის და გარემოსდაცვითი თემების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და სტუმრები: თამარ ალადაშვილი - სსიპ საქართველოს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი, ნინო ლაცაბიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპასთან ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (ჟიურის სტატუსით).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება