31 მაისი, 13:00 სთ., აუდიტორია #405;
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი მასპინძლობს ვინიპეგის უნივერსიტეტის (კანადა) ბიზნესის კათედრის მარკეტინგის და საერთაშორისო ბიზნესის მიმართულების პროფესორს, ბიზნესისა და განვითარებადი ბაზრების აკადემიის აღმასრულებელ დირექტორს და Journal of the Academy of Business and Emerging Markets-ის მთავარ რედაქტორს სატიენდრა სინგს. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე - „ხელოვნური ინტელექტის ეფექტურობა და მასთან დაკავშირებული საკითხები მარკეტინგში“.
პროფესორი სატიენდრა არის წიგნების, სახელმძღვანელოების ავტორი და კანადის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების კვლევითი საბჭოს (SSHRC) გრანტების მიმღები. მისი კვლევითი ინტერესები ეხება განვითარებად ქვეყნებსა და განვითარებად ბაზრებს.
შეხვედრა ჩატარდება ინგლისურ ენაზე!
გაიცემა მონაწილეობის სერტიფიკატი!
დასწრება თავისუფალია!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება