18 ოქტომბერი, 13:00 სთ, აუდიტორია #412;
შეხვედრა თემაზე: „დასაქმება აღმწერის პოზიციაზე“;
სპიკერი: საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი - გოგიტა თოდრაძე;
29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, საქსტატის მიერ საქართველოში იწყება მოსახლეობის აღწერა, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ აღმწერის პოზიციაზე დასაქმება.
აღმწერის (ინტერვიუერის) ძირითადი ფუნქციები იქნება მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის აღწერის გამოკითხვის ჩატარება პლანშეტური კომპიუტერით, წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიისა და შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე.
საჯარო შეხვედრაზე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
დასწრება თავისუფალია!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება