5 აპრილი, 14:00 სთ., აუდიტორია #303
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) დაარსებიდან 75 წელთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, „ნატოს კვირეულის“ ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართება;
მრგვალი მაგიდის ფორმატში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები ნატოსთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს წარადგენენ;
შეხვედრის მოდერატორი - ალიკა გუჩუა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება