20 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სტუდენტური თვითმმართველობის განათლების კომიტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, პოეტ - შოთა წურწუმიას პოეზიის საღამო გაიმართა.
ღონისძიებას, როგორც კსუ-ს სტუდენტები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ პოეტმა თავისი შემოქმედებიდან მეგრულ ენაზე შექმნილი რამდენიმე ლექციც წაუკითხა შეკრებილ აუდიტორიას.
პოეზიის საღამო განსაკუთრებით მრავალფეროვანი თრიალეთის ტელევიზიის, გადაცემა ,,თბილისის დროს“, ,,ფოლკლორის“ რუბრიკის წარმომადგენელმა - ტატო დადიანურმაც გახადა, რომელმაც, როგორც მწერლის ლექსზე დაწერილი სიმღერა, ასევე სხვა მეგრულ-სვანური სიმღერები გააჟღერა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება