კავკასიის საერთაორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, სწავლის დაწყების პარალელურად, პირველკურსელთა ექსკურსიები დაიწყო.
გასვლით ტურზე, როგორც ფაკულტეტების მიხედვით , ასევე შერეულ ჯგუფებად დაყოფილი სტუდენტები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეს სტუმრობენ.
აღსანიშნავია, რომ გარდა წმინდა ტურისტული და საგანმანათლებლო შინაარსისა, ექსკურსიები დატვირთულია სხვადასხვა სპორტული და ინტელექტუალური ჯგუფური თამაშით, რისი საშუალებითაც სტუდენტები უკეთ იცნობენ ერთმანეთს და გასვლითი დღეც კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება.
ამ ეტაპისათვის მედიცინის და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა უკვე მოინახულეს გრემი-ნეკრესის კომპლექსი და დაშბაშის კანიონი. მიმდინარე კვირის ბოლოს, უქმე დღეებში, იგეგმება დავით გარეჯისა და ყინწვისის მონასტრის მონახულება, სადაც ბიზნესის, სიციალურ მეცნიერებათა და მევენახეობა-მეღვინეობის სტუდენტები გაემგზავრებიან.
კსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა წარმატებებს უსურვებს საორგანიზაციო ჯგუფს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა. (ოთახი - N 59ა)
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება